,,NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა”- ჯო ბაიდენი

,,NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით,’’ – აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრისას გააკეთა.

ბაიდენმა დასძინა, რომ უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ფიქრობდა.

„განცვიფრებული ვარ, რას აკეთებენ თქვენი დახმარებით, რჩევებისა და შეიარაღების უზრუნველყოფით, რასაც თქვენ აწვდით, NATO-ს სხვა წევრებთან ერთად. იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. NATO არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები