გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

“გერმანია რუსული ენერგორესურსების იმპორტს მთლიანად შეწყვეტს. ნავთობის იმპორტი ზაფხულისთვის განახევრდება და წლის ბოლომდე მთლიანად შეჩერდება,” – განაცხადა ბაერბოკმა.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ გერმანიას სურს რუსული ენერგეტიკის იმპორტისგან სრულ დამოუკიდებლობის ეტაპობრივად მიღწევა.

მსგავსი თემები