,,ველოდები ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის”- ჯეიმს აპატურაი

,,მადრიდის სამიტზე ველოდები, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, ‘’– ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აპატურაის განცხადებით,  უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, ისევე როგორც  ნატო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ, გააძლიეროს კიბერ და ენერგო უსაფრთხოება.

„როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, საქართველოს როლი ევროპის მომარაგებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ განვიხილოთ, როგორ შეუძლია საქართველოს უკეთესად უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კიბერთავდასხმის წინააღმდეგ. ჩვენ ამას გავაკეთებთ კონკრეტული თანამშრომლობით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი ახალი კონტექსტის გათვალისწინებით“, – განაცხადა აპატურაიმ.

მსგავსი თემები