„ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავწიო ფასები და მოვაგვარო პუტინის ფასების ზრდის საკითხი“ – ჯო ბაიდენი ფასების ზრდის მიზეზებზე

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიოში ფასების კატასტროფულ ზრდაზე საუბრობს და მთავარი მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს. ერთი – კოვიდ პანდემია და მეორე – პუტინი. ამერიკის პრეზიდენტი არსებულ ფასებს „პუტინის ფასებსაც“ კი უწოდებს.

„ვიცი, რომ ოჯახები ჯერ კიდევ ებრძვიან მაღალ ფასებს. გავიზარდე ოჯახში, სადაც თუ გაზი ძვირდებოდა, ჩვენ ამას ვგრძნობდით. მოდით,  განვმარტოთ, რის გამო არის ფასები ახლა მაღალი –  კოვიდისა და ვლადიმერ პუტინის გამო. უკრაინაში პუტინის ინტერვენციამ მთელ მსოფლიოში გაზისა და საკვების ფასების ზრდა გამოიწვია. ჩვენ ვიხილეთ ეს ინფლაციის ბოლო მონაცემებში. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დავწიო ფასები და მოვაგვარო პუტინის ფასების ზრდის საკითხი“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მისივე შეფასებით, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი  იყო რეზერვებიდან ნავთობის გამოტანის შესახებ.

„გავეცი განკარგულება ყოველდღიურად ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფის შესახებ წარმოების გასაზრდელად, აშშ-ის ნავთობმწარმოებლებთან მუშაობასთან ერთად და განვახორციელე ნავთობის ამ გამოყოფის კოორდინაცია მთელ მსოფლიოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. გაზის ფასის გარდა, მე მოვუწოდე კონგრესს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ ოჯახების კომუნალური გადასახადების შესამცირებლად, წამლების გამოსაწერად, ინფლაციური ზეწოლის შესამსუბუქებლად დეფიციტის შემცირებასთან ერთად“ – განმარტავს პრეზიდენტი ბაიდენი.

 

მსგავსი თემები