დაკავებულ დეტექტივს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება

დეტექტივს, რომელსაც დაკავებისას იარაღი გაუვარდა და ეჭვმიტანილი გარდაიცვალა, სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ის, აღნიშნულის შესახებ  განცხადებას სასამართლოზე თავად გააკეთებს.

როგორც დაკავებული დეტექტივის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, დაკავების მომენტში. მის დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები არ ჰქონდა.

ირაკლი ჩომახაშვილი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამის შესახებ დაკავებული დეტექტივი სასანართლოზე თავად ისაუბრებს.

„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ბრალდებული მოსამართლეს თავად მოახსენებს საკუთარ პოზიციას. მას ბრალი უკვე წარუდგინეს. დეტალებზე კი თავად ისაუბრებს. მას გააჩნია დაზიანებები, რომელიც თვალით შესამჩნევია. ასევე, საკმაოდ მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარება. დაზიანებები სხეულზე აღენიშნება. სად და როგორ მიიღო, ამის შესახებ თავად ისაუბრეს. დაკავების მომენტში ეს დაზიანებები მას არ ჰქონია“ – აცხადებს ირაკლი ჩომახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დაკავების მომენტში, პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

დეტექტივი დააკავეს, რომლის შემთხვევითი გასროლით წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

მსგავსი თემები