„ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, არ არის” – რუსეთი უკრაინაზე  

კრემლის საგარეო უწყების ოფიციალური პირი, მარია ზახაროვა დიალოგის პროცესის გაჭიანურებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნდობა დაკარგულია.

„რუსეთმა დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ. უკვე არ არის საუბარი, რომ ენდო, მაგრამ გადაამოწმო.  საუბარია გადამოწმებაზე, რადგან ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, არ არის. იმ ადამიანის ოფისის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები აქვს, გაჟღერდა თხოვნა მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსეთმა ამ თხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ დაიწყო ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან – ხან ჩადიან, ხან არ ჩადიან, ხან მონაწილეობენ, ხან არ მონაწილეობენ. იყვნენ თუ არა ამისთვის მზად მოსკოვში? რა თქმა უნდა იყო“, – აცხადებს ზახაროვა.

მისი თქმით, კიევის პროცესისადმი დამოკიდებულება იმაზე მიუთითებს, რომ ის დამოუკიდებელი არ არის და მითითებებით მოქმედებს.

 

 

მსგავსი თემები