,,მეტი რეფორმები და ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო”-ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტზე მოხსენებით წარსდგა. მედიასთან  კომენტარის დროს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ალიანსმა საქართველოს და სხვა პარტნიორების დასახმარებლად, მეტი უნდა გააკეთოს.

მისივე თქმით, ნატო-ს ხელმძღვანელობას სურს დაინახოს მეტი რეფორმები და ნაკლებად  პოლარიზებული გარემო.

,,მე ვიცი, რომ ქვეყნის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას და ეს არის ზეპარტიული გადაწყვეტილება. მაგრამ ნატო-ს ხელმძღვანელობას, ასევე, სურს დაინახოს მეტი რეფორმები და ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ”- განაცხადა აპატურაიმ.

მსგავსი თემები