აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სურსათზე კონტროლი მკაცრდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, აგრეთვე საკონდიტრო ნაწარმის საცხობების კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გაააქტიურა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

„სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროფილის ბიზნეს ოპერატორთან. ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად, დარღვევები არ გამოვლინდა. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ“, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი თემები