ვირუსით 232 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 385 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 232  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 117  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.14%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 653 692-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.20%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე.

 

მსგავსი თემები