,,ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პირი შეიპყრეს”- ალექსეი არესტოვიჩი

,,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკრაინელი პატიმარი გაცვალოს; ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პირი შეიპყრეს,’’ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა,  რომ ტყვეებს შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გავცვალოთ. იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, რომლებზეც თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ, ძალიან ღირებული“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

19 აპრილს, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. სახლში 76 უკრაინელი დაბრუნდა.

 

მსგავსი თემები