რუსეთი უკრაინაში „სპეცოპერაციის“ შემდეგ ფაზას იწყებს – „სხვა გზა არ დაგვიტოვეს“ – აცხადებს ლავროვი

მიწასთან გასწორებული უკრაინის ქალაქებისა და ასობით მოკლული ადამიანის ფონზე, რუსეთის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ეს არაფერია და „სპეცოპერაციის“ შემდეგ ფაზას გახსნილად აცხადებს.

„სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება. რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვეს“ – ასეთია ლავროვის გზავნილი, რომელიც ყველაფერში აშშ და ნატო დაადანაშაულა, რომლებიც პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ მივიდნენ.

„სპეცოპერაციის რეალური მიზეზი არის მრავალი ქვეყნის თვითკმაყოფილება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით საკუთარ თავს გამარჯვებულები უწოდეს და საბჭოთა და რუსეთის ხელმძღვანელობის წინაშე დაპირებების დარღვევით, ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება დაიწყეს. ეს ალიანსი იყო თავდაცვითი, როდესაც ნატო და ვარშავის პაქტი არსებობდა. შემდეგ იყო ბერლინის კედელი, როგორც ფიზიკური კედელი, ასევე გეოპოლიტიკური. აშკარა იყო, სად იყო ამ გაერთიანების თავდაცვის ხაზი“ – აცხადებს ლავროვი.

მისი შეფასებით, უკრაინა მათი მხრიდან გამოყენებულია როგორც პლაცდარმი.

„პარალელურად, ისინი აშენებდნენ თავდასხმის ბაზებს, იყენებდნენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, კერძოდ უკრაინას, როგორც პლაცდარმს რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ. ყველა ეს კონკრეტული მოვლენა დაკავშირებულია შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის ქმედებებთან, მათ სურვილთან, დომინირდნენ მთელ მსოფლიოში და აჩვენონ ყველას, რომ არ იქნება მრავალპოლარულობა. როდესაც რუსეთი აფრთხილებს ყველა თავის კოლეგას, რომ სწორედ ჩვენს საზღვრებზე ქმნით დასაყრდენს ჩვენს წინააღმდეგ, თქვენ ავსებთ იარაღით უკრაინას. უკრაინა ნატო-ს გაფართოების პლაცდარმი გახდა. შედეგიც დადგა“ – აცხადებს ლავროვი.

რუსეთი „წუხს,“ რომ ზელენსკი დასავლეთმა მოატყუა

 

მსგავსი თემები