რუსეთი ომის გაჭიანურებაში აშშ-სა და დასავლეთს ადანაშაულებს

ოკუპანტ ქვეყანა ომის გაჭიანურებაში ისევ დასავლეთის ინტერესებს ხედავს და აცხადებს, რომ ისინი ამას შეგნებულად აკეთებენ. ამჯერად, განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია.

„უცხოური შეიარაღების რაოდენობის მიწოდების ზრდა თვალსაჩინოდ მიუთითებს მათ მიზანზე, მოახდინონ კიევის რეჟიმის პროვოცირება, რომ მათ იბრძოლონ ბოლო უკრაინელის დაღუპვამდე. სწორედ მათ ინტერესებში შედის მოქმედებების ხანგრძლივად გაგრძელება და დროის გაჭიმვა“, – აცხადებს შოიგუ აშშ-სა და დასავლეთის გასაგებად.

ცოტა ხნის უკან, რუსეთმა კონრეტული თანხაც კი დაასახელა და აღნიშნა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად, აშშ-მა სერიოზული მოგება ნახა.

რუსეთი „წუხს,“ რომ ზელენსკი დასავლეთმა მოატყუა

მსგავსი თემები