დეტექტივი დააკავეს, რომლის შემთხვევითი გასროლით წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

  წყნეთში, მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, დაკავებულია ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი დეტექტივი. „გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა  შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი. საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო … ვრცლად დეტექტივი დააკავეს, რომლის შემთხვევითი გასროლით წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა