ვირუსით 342 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 329 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 161 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 653 460-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.36% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.18%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 474-მდე.

 

მსგავსი თემები