უკრაინის ინფორმაციით, „შავი ზღვის ფლოტი“ „სპეცოპერაციაზე“ უარს აცხადებს

უკრანული მხარის ინფორმაციით, „შავი ზღვის ფლოტის“ შემადგენლობის ნაწილი უკრაინაზე იერიშის მიტანაზე უარს აცხადებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს, რაც მათთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. „შავი ზღვის ფლოტის 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადის დანაკარგები 75%-ს აღწევს.

,, შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, 500-მდე დაიჭრა, 70 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ამ ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ დაწერა მოხსენებები, ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ,“- აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მსგავსი თემები