პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენელს კითხვარი ჩააბარა

უკრაინამ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე პირველი დავალება შეასრულა და ევროკავშირის დელეგაციას შევსებული კითხვარი ჩააბარა.  პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს – მატი მაასიკასს დოკუმენტი პირადად გადასცა, რითაც მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

უკრაინის მოლოდინია, რომ კანდიდატის სტატუსს მალე მოიპოვებენ.

„გვჯერა, რომ მხარდაჭერას მოვიპოვებთ და გაწევრიანების კანდიდატი გავხდებით. ამის შემდეგ, დასკვნითი ეტაპი დაიწყება. იმედი გვაქვს, რომ ეს უახლოეს კვირებში მოხდება“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ რომ კითხვარი საქართველომაც მიიღო, თუმცა, ჯერ ის შევსებული არ არის. საქართველოს დრო მაისამდე აქვს.

 

მსგავსი თემები