„რუსეთმა გაუძლო დასავლეთის სანქციების“ – პუტინი კმაყოფილია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კმაყოფილია, რომ დასავლეთის სანქციებმა არ გაამართლა და რუსეთის არ ჩამოიშალა. როგორც პუტინი აცხადებს, რუსეთმა სანქციების წნეხს გაუძლო.

„გათვლა იყო სწრაფად შეერყიათ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, გამოეწვიათ პანიკა ბაზრებზე, კოლაფსი  საბანკო სისტემაში, საქონლის დიდი დეფიციტი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა. უფრო მეტიც, სანქციებმა უკვალოდ არ ჩაიარა თავად ინიციატორებისთვისაც. ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, ევროპელების ცხოვრების დონის შემცირებას, მათი დანაზოგების დევალვაციას. რუსეთმა გაუძლო ამ უპრეცედენტო წნეხს. ვითარება სტაბილიზირდება“, – აცხადებს პუტინი.

 

მსგავსი თემები