,,სამწუხაროდ, უკრაინული მხარე  თანმიმდევრულობას არ ავლენს”- დიმიტრი პესკოვი 

,,უკრაინული მხარე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში მიღწეულ შეთანხმებებში სტაბილურობას არ ავლენს და  თავის პოზიციას ცვლის,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესში პროგრესი არ შეიმჩნევა და სამხედრო ოპერაცია გრძელდება.

​„სპეცოპერაცია გრძელდება. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კოსმოსურ სადგურში ყოფნისას განაცხადა, რომ ეს გეგმის მიხედვით მიდის და ამავდროულად, ნამდვილად, მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში ექსპერტების დონეზე კონტაქტები გრძელდება. მინდა გავიხსენო პრეზიდენტის სიტყვები, რომ სამწუხაროდ, უკრაინული მხარე დიდ თანმიმდევრულობას არ ავლენს შეთანხმებულ პუნქტებში. პოზიცია ხშირად იცვლება. რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესში პროგრესის დინამიკა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ სამხედრო ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.

 

მსგავსი თემები