თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა

„სამშენებლო ობიექტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა“  – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ მშენებლობის მწარმოებელი პირი მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარს ამბობს, იგი ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება და ჩაბარებულად ჩაითვლება.

„პრობლემა გვქონდა სამშენებლო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან, მის ძალაში შესვლასა და აღსრულებასთან დაკავშირებით. ადრესატი ხშირად უარს აცხადებდა მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე. გამოვიყენეთ უკვე არსებული პრაქტიკა. კერძოდ, გადაწყვეტილება ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსდება და ის უკვე ჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, მოჰყვება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები