მედვედჩუკი პუტინს და ზელენსკის თხოვნით მიმართავს

უკრაინაში ღალატის ბრალდებით დაკავებული, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, პუტინს და ზელენსკის მიმართავს და მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებში საკუთარი თავის გაცვლას სთავაზობს.

“მინდა მივმართო პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, უკრაინულმა მხარემ გამცვალოს  მარიუპოლის მცხოვრებლებსა და ქალაქის მცველებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორის საშუალებით დატოვონ” – აცხადებს მედვედჩუკი საკუთარ ვიდეომიმართვაში.

პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. მას სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.

შეგახსენებთ, რომ მედვედჩუკის ტყვეებში გაცვლა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც მოითხოვა, თუმცა, რუსული მხარისგან უარი მიიღო.

„გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე“ – პრეზიდენტი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს  

მსგავსი თემები