„სანქციების კუთხით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც,  შეიძლება, ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე“ – პაპუაშვილი

„მთავარი უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი – საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, სანქციებს გვერდი აუაროს“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტისას საუბარი სანქციების საკითხსაც შეეხო.

„უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით, რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს – კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც ზუსტად გამოიტანეს ის ფორმულირება, რომელიც ითქვა თავმჯდომარის მხრიდან. კერძოდ, იქნებ საქართველოს განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები. ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი. პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ორმხრივი სანქციების კუთხით,  ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც,  შეიძლება, რეალურად  რაიმე ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი – რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს“, –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები