დაიღუპა ექვსი და დაშავდა რვა – საჰაერო იერიში ლვოვში

ქალაქ ლვოვზე მიყენებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. აღნიშნულ ინფორმაციას, ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცსკი ავრცელებს.

„დასავლეთის საჰაერო ოპერაციების სარდლობის ინფორმაციით, დღეს ლვოვზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა“, – აღნიშნა კოზიცკიიმ Telegram-ზე.

„სამი რაკეტა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული, ერთი საბურავების შემკეთებელ მაღაზიას შეეჯახა. ხანძარი გაჩნდა და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები’’- განაცხადა კოზიცკიმ და დასძინა, რომ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება.

მსგავსი თემები