სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე იზრდება

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, პირველი ივნისიდან“ – ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტი 341 მლნ ლარი იქნება. დახმარება  215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება.

„ჩვენ ვგეგმავთ სხვა დახმარების გაცემას და გაზრდას, მათ შორის, სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარება, სწორედ ამ მიზნით და მიმართულებით არის გაკეთებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

შემწეობა, დღემდე 100 ლარს შეადგენდა.

 

მსგავსი თემები