რუსულმა ძალებმა მარიუპოლში გადაადგილებისთვის საჭირო  საშვების გაცემა დაიწყეს​

ომის 54-ე დღეს, დაძაბული ვითარებაა მარიუპოლში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დღეს რუსი სამხედროები მარიუპოლს კეტავენ და ქალაქში გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. მოქალაქეების დიდი ნაწილი “აზოვასტალის ქარხნის” ტერიტორიაზე იმალება წყლისა და საკვების გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ითხოვს მეგობარი ქვეყნებისა და ალიანსისგან იარაღის დროულად მიწოდებას და იმედოვნებს, რომ იარაღის პარალელურად, დასავლეთი მძლავრი სანქციების ახალი პაკეტის მიღებასაც დააჩქარებს.

მსგავსი თემები