„არა, ამის დრო ჯერ არ დამდგარა“ – რა უპასუხა პუტინმა იტალიის პრემიერს?!

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ცდილობს, თურქეთის პარალელურად, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. არაერთი მცდელობის შემდეგ, იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ მასთან მოლაპარაკებას აზრი არც აქვს.

„პუტინს ვესაუბრე.  ვუთხარი, რომ ვრეკავ მშვიდობაზე სასაუბროდ. ვკითხე – „როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ საკითხის გადაჭრა“. მიპასუხა – „ამის დრო ჯერ არ მოსულა“. ვუთხარი: „მიიღეთ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება“. პასუხი:  „არა, ამის დრო ჯერ არ დამდგარა“. ამის შემდეგ დადგა ბუჩას ჯოჯოხეთი. მართალია, როცა ამბობენ, რომ  მასთან საუბარს აზრი არ აქვს, ეს დროის ფუჭი კარგვაა“ – აცხადებს იტალიის პრემიერი.

 

მსგავსი თემები