„რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ“ – ბიბილოვი რუსეთთან მიერთებაზე

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან მიერთების აუცილებლობაზე ისევ საუბრობს და ყველას ახსენებს, რომ რუსეთი მათი ისტორიული სამშობლოა.

„ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ აბსოლუტურად მართებული იყო. ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი იყოს კარგად, მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც, როდესაც სხვები ზურგს აქცევენ, ჩვენ მივდივართ მასთან, რადგან ეს ჩვენი სამყაროა. რუსეთი  ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი ბიბილოვი.

მისივე შეფასებით, „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან გაერთიანდება.

„სამხრეთ ოსეთი“ რუსეთში გაწევრიანდება როგორც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“ რუსეთის ცალკე სუბიექტი. მთავარია, ხალხმა იცოდეს სიმართლე. დღეს ორი იდეოლოგია გამოდის წინა ხაზზე. პირველი – ეს არის კანონი და ხალხის მისწრაფება შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში; მეორე დანაშაულებრივი იდეოლოგია, როდესაც დანაშაულებრივ ელემენტებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ“ , – ასეთია ბიბილოვის ოცნება.

მსგავსი თემები