„დღეს ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით’’ – ირინა ვერეშჩუკი

„დღეს, ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, უკრაინის ხელისუფლებასა და რუს სამხედროებს შორის ცეცხლის შეწყვეტა ვერ შეთანხმდა.  ამავდროულად, ოფიციალური კიევი ითხოვს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად,’’- აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.

მისი ინფორმაციით, ჰუმანიტარული დერეფნების აღდგენა აუცილებელია.

„დღეს, 17 აპრილს, დილიდან ვერ შევთანხმდით ოკუპანტებთან ცეცხლის შეწყვეტაზე ევაკუაციის მარშრუტების განსახორციელებლად. ამიტომ, დღეს, სამწუხაროდ ჰუმანიტარულ დერეფნებს არ ვხსნით.  ვმუშაობთ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. რც შეეხება მარიუპოლს, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

 

მსგავსი თემები