ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 54 მილიონ დოლარს გამოყოფს

ევროკავშირი დამატებით 50 მილიონ ევროს (54 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი- 45 მილიონი ევრო ჰუმანიტარული პროექტებისთვის უკრაინას გადაეცემა,  5 მილიონი ევრო  კი მეზობელ მოლდოვას.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაფინანსება მოხმარდება „ყველაზე აქტუალური ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას. როგორიცაა – გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება, უსაფრთხო სასმელ წყალი და ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტები.

მსგავსი თემები