,,რუსეთი – ქვეყანა, რომელიც ადამიანების მკვლელობით იღებს სიამოვნებას“ – ლევან იოსელიანი

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში წასული საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა დეპუტატებმა, ომის შედეგად განადგურებული ქალაქების შესახებ მედიასთან ისაუბრეს. დეპუტატების განცხადებით ბუჩასა და ირპენში არსებული მდგომარეობაზე საუბარიც კი უმძიმთ, იმდენად რთულია ადგილზე არსებული ვითარება.

,,იმის აღწერა ენით შეუძლებელია, რაც აქ ვნახეთ.  რუსეთის ფედერაცია არის ქვეყანა, რომელიც უდანაშაულო ხალხის მკვლელობით იღებს სიამოვნებას’’- აცხადებს ლევან იოსელიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე კი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შემდეგნაირად აფასებს:  ,,ძალიან ბევრი ადამიანური დანაკარგია, ქალაქები ცარიელია, აქ პირდაპირ ჩანს ომის კვალი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოშიც დატოვა’’.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში პარასკევს გაემგზავრა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები იყვნენ:  ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი; საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

დელეგაცია საქართველოში უკვე დაბრუნდა.

 

მსგავსი თემები