მიკოლაევის მაცხოვრებლები სასმელად მდინარის წყალს იყენებენ

დაზიანებული მილსადენის გამო, სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივში მოსახლეობა უკვე ოთხი დღეა, სასმელად  მდინარის წყალს იყენებს.

მილსადენი რამდენიმე დღის წინ საომარი მოქმედების შედეგად დაზიანდა და ამ დრომდე მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  ვიტალი კიმის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმები გრძელდება, თუმცა  წყლის პრობლემა მალე მოგვარდება.

მიკოლაივი რეგულარულად იბომბება რუსული ძალების მიერ, მაგრამ ამ დრომდე რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ.

მსგავსი თემები