უკრაინაში ომს 200-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედების შედეგად უკვე 202 ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 563-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. დაიღუპა 202 ბავშვი და დაშავდა 361-ზე მეტი“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

განცხადების თანახმად, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რეალური რაოდენობის დასადგენად.

 

მსგავსი თემები