რუსეთი უკრაინაში იარაღს ბელორუსიიდან აგზავნის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, შეიარაღების გადასროლაც  სწორეთ აღმოსავლეთში  ხდება.

„რუსული ძალები აგრძელებენ ბელორუსიიდან აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით საბრძოლო  და დამხმარე ტექნიკის გადანაწილებას. საუბარია ხარკოვსა და სევერდონეცკის მიმდებარე ტერიტორიებზე. რუსეთის მთავარი სამიზნეა, უკრაინამ უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე  და განამტკიცოს საკუთარი რეგიონალური დომინირება“ – განმარტავენ თავდაცვის უწყებაში.

 

მსგავსი თემები