უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ 21 წლის მებრძოლ, ნიკა შანავას დღეს  საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ოკუპანტების მიერ მოკლული მებრძოლისთვის პატივის მისაგებად, დილიდან მოქალაქეები ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიდიან.

21 წლის გმირი კარპატსკი სიჩის ბატალიონის ქართულ დანაყოფში მსახურობდა, რომელმაც მოახერხა და პოზიციები არ დათმო არც შეტაკებების სტადიაზე და არც მას შემდეგ. ქართველი მებრძოლი რუსული ძალების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.

უკრაინაში დაღუპულ კიდევ სამ მებრძოლს საქართველოში მომავალ კვირას ჩამოასვენებენ. მათ კიევის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. რუსეთ-უკრაინის ომს 9 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები