ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას –  ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

დიდმარხვის მეექვსე კვირა სწორედ ის თარიღია, როცა მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას – ბაიაობას, ანუ ბზობას აღნიშნავს. ის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მრევლი ტაძრებში ბზის ტოტებით მიდია, სადაც მას აკურთხებენ. ტაძრების დიდ ნაწილში კი ნაკურთხი ბზა უფასოდ რიგდება. ბზა სიმბოლოა უფლისთვის მიგებებისა.

„მედიაცენტრი მთავარი“ ყველა მართლმადიდებელს ულოცავს ბზობის დღესასწაულს.

 

მსგავსი თემები