უკრაინამ ლვოვის რეგიონში რუსული საკრუიზო რაკეტები ჩამოაგდო

ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინულმა საზენიტო სისტემებმა  რუსული საკრუიზო რაკეტები ჩამოაგდეს, რომლებიც შაბათს დილით ლვოვის რეგიონისკენ გაისროლეს.

„16 აპრილის დილას, რუსი ოკუპანტების SU-35 თვითმფრინავებიდან ლვოვის რეგიონში რაკეტები გაისროლეს“, – განაცხადა რეგიონის სამხედრო გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო დანაყოფებმა  დასავლეთით საზენიტო-სარაკეტო იარაღის გამოყენებით ოთხი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს.

კოზიცკი თქმით, რუსული თვითმფრინავი, რომელმაც რაკეტები გაისროლა, მეზობელი ბელორუსის ბარანოვიჩის აეროდრომიდან აფრინდა.

მსგავსი თემები