„გინდ ყაზახეთთან ისაუბრე და გინდ რუსეთთან“ – ხორბალზე ფასი ყაზახეთმაც გაზარდა

რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო ბაზარზე ხორბალსა და ფქვილზე გაზრდილი მოთხოვნის პროპორციულად, ფასი ყაზახეთმაც გაზარდა. მას შემდეგ, რაც რუსული ბაზარი არაერთი ქვეყნისთვის აღმოჩნდა ხელმიუწვდომელი, ქვეყნები ყაზახეთის ბაზრისკენ გადაერთნენ, რამაც ფასებზეც იმოქმედა.

„დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში არსებული მარაგების დიდი ნაწილი უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლითა და ხორბლის ფქვილით ივსება. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო ახალი ბაზრის მოძიების საჭიროების წინაშე დადგა“ – აღნიშნა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, ყაზახეთიდან ფქვილის შეძენა საბოლოოდ მაინც გამოიწვევს პურის ფასის გაზრდას.

„გინდ ყაზახეთთან ისაუბრე და გინდ რუსეთთან ფასები ერთნაირია. ფასი ყაზახეთმაც გაზარდა“ – „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, პური საქართველოში ყველაზე იაფია.

 

მსგავსი თემები