პურზე ფასის ცვლილება მაისის შემდეგ იგეგმება

„თუ რუსეთიდან უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ 75 ლარზე დაფიქსირდება, ფასის ცვლილება საჭირო იქნება. ქვეყანაში ორთვიანი მარაგი ყოველთვის არის, მაგრამ საუბარია ფასზე“ – აცხადებს „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

დოლიძემ იმ ძირითადი მიზეზები განმარტა, რაც პურის ფასზე გავლენას ახდენს.

„როდესაც წარმოებას მაღალფასიანი ფქვილი შემოუვა, წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს? ამიტომ, ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის თვეში გადაიხედება ფასწარმოქმნა. ყველაფერი გაძვირდა – წყალი, მარილი, საფუარი, საწვავი და სხვა, რაც ფურის ფასზე მოქმედებს“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები