ზელენსკი ჯო ბაიდენს სთხოვს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტებმა ისაუბრეს, რუსეთი იყო. კერძოდ,  მისი ტერორისტების სპონსორ ქვეყნად აღიარება.

როგორც ამერიკული პრესა წერს, ინიციატივა პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნოდა. მან  ჯო ბაიდენს სთხოვა, იფიქროს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენის პასუხი კი იყო რომ ის იფიქრებს რუსეთის მიმართ დამატებით სანქციებსა და შემაკავებელ მექანიზმებზე.

მსგავსი თემები