„ომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბრძოლის ველზე უკრაინელების ბრძოლისუნარიანობაზე“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„პერიოდულად ხედავთ მედიაში, უკრაინულსა და დასავლურში, შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს ომი. ზოგი ამბობს რამდენიმე კვირას, ზოგი რამდენიმე წელს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ რუსეთზე გავლენის მქონე ინსტრუმენტების ეფექტურობა, რომელსაც იყენებს უკრაინა და მთელი ჩვენი ანტისაომარი კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა და სანქციები რუსეთის მისამართით.

„მშვიდობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის მხარდაჭერის ოდენობაზე. თუ ვინმე მეუბნება – ერთი წელი ან წლები, მე ვპასუხობ: შენს ხელშია, ომი გაცილებით ხანმოკლედ აქციო. რაც უფრო მეტს და სწრაფად მივიღებთ ყველა იმ იარაღს, რომელიც მოვითხოვეთ, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი პოზიციები და უფრო მალე დამყარდება მშვიდობა. რაც უფრო მეტს და მალე მივიღებთ მოთხოვნილ ფინანსურ მხარდაჭერას, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა. რაც უფრო მალე აღიარებს დემოკრატიული სამყარო, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო და მისი საბანკო სექტორის სრული ბლოკადა არის არსებითი ნაბიჯი მშვიდობისკენ, მით უფრო მალე დასრულდება ომი“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები