​სუს-მა „ნაციონალების“ მხრიდან უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობაზე გამოძიება დაიწყო

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „ნაციონალები“ უკრაინაში პროვოკაციას გეგმავდნენ. გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ დრეს, გია ვოლსკიმ განცხადება გააკეთა, რომ „ნაციონალები“ უკრაინაში პროვოკაციებს გეგმავდნენ. „სპეცსამსახურების ინფორმაციით, „ნაციონალები“ პროვოკაციებს გეგმავდნენ“ – გიო ვოლსკი