„სპეცსამსახურების ინფორმაციით, „ნაციონალები“ პროვოკაციებს გეგმავდნენ“ – გიო ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით პროვოკაციებს გეგმავდა. მისივე თქმით, ყველაფერი დადგენილია და ქართულმა სპეცსამსახურმა ინფორმაცია უკრაინულ სპეცსამსახურს გადაუგზავნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, სხვადასხვანაირად არის შეფასებული.  ზოგი ამბობდა, რომ გაუწბილდათ მოლოდინები და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, პოლიტიკური მოსავალი ვერ აიღეს, რასაც აპირებდნენ. არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც იყო საუბარი.  დადასტურდა, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებული და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღეს ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება“ –  განაცხადა გია ვოლსკიმ მედიასთან.

 

მსგავსი თემები