დელეგაცია უკრაინაში დღეს უნდა წასულიყო, თუმცა, ამ დრომდე ისევ შეუთანხმებლობაა

​სამძიმრისთვის ვიზიტი უკრაინაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან  დღეს უნდა შემდგარიყო, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ისევ თბილისშია და დელეგაცია გამგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, მოსაგვარებელია ორგანიზაციული საკითხები და უკრაინელ კოლეგასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება. მისივე შეფასებით, ამ ვიზიტის ჩაშლა „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, თუმცა, ის მაინც შედგება.

„მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების საფუძველი იყო  ვიზიტი ჩაეშალათ, რაც არ შედგა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იქ, სადაც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დელეგაციის გარეშე გარეშე რომ დარჩა, ეს ლოგიკურია. რადას თავმჯდომარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და ბევრი საკითხი გაირკვა. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იქნება ჩვენი სოლიდარობის გამოხატვის ვიზიტი“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები