ვირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი – 11, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 21, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

 

 

მსგავსი თემები