მეგრული ან სვანური – პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის სკოლებში არჩევით საგნებად ისწავლებოდეს

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სკოლებში არჩევით საგნად მეგრული და სვანური დაემატოს. ინიციატივა პრეზიდენტმა დედაენის დღეს გააჟღერა. პრეზიდენტის განცხადებით, ყველას ევალება ქართულისა და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, სხვა ენებიც დაიცვას.

„რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები