რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მომდევნო ეტაპი შედგა. როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, უკრაინაში 30 ადამიანი დააბრუნეს. მათ შორის 22 სამხედრო  პირია, რვა კი სამოქალაქო.

„დღეს შედგა სამხედრო ტყვეების მორიგი, რიგით მეოთხე გაცვლა. გაცვლილია ხუთი ოფიცერი და რიგითი შემადგენლობის 17 სამხედრო. ასევე, გათავისუფლებულია რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ქალი“, – განაცხადა ვერეშუკმა.

 

მსგავსი თემები