გერმანიაში ჯგუფი დააკავეს, რომელიც მინისტრის გატაცებას გეგმავდა

გერმანიაში დაკავებულია  ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის გატაცებაზე მუშაობდა. ინფორმაციას გერმანიის პროკურატურა ადასტურებს.

პროკურატურის განცხადებით,  დაკავებულები იმ ჯგუფთან არიან კავშირში, რომლებიც კოვიდრეგულაციებს აპროტესტებდნენ. ჯგუფს ქვეყნის მასშტაბით დივერსიული აქტები უნდა მოეწყო და შემდეგ, შესაფერის დროს, მინისტრი გაეტაცებინა.

აღმოჩენილია მათი „ჩატ-ჯგუფი“ სადაც გეგმების განხილვა მიმდინარეობდა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა მისამართზე ამოღებულია იარაღი, საბრძოლო მასალები,  ფული. აღმოჩენილია ყალბი კოვიდპასპორტები.

მსგავსი თემები