ავსტრალიამ სანქციებში დამატებით 14 რუსული კომპანია შეიყვანა

ავსტრალიის ე.წ. შავ სიაში კიდევ 14  რუსული სახელმწიფო კომპანია მოექცა. სანქცირებულებში მოხვდა ავტომწარმოებელი „კამაზი“; ასევე გემთმშენებელი კომპანია „სევმაში“ და „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“. სანქციები შეეხო ელექტრომწარმოებელ კომპანია „როსელექტრონიკს“.

უკრაინაში ომის წარმოების შემდეგ, ავსტრალიამ ე.წ. შავ სიაში 600-მდე იურიდიული და ფიზიკური პირი შეიყვანა და პირობას იძლევა, რომ სია გაფართოვდება.

 

მსგავსი თემები