ბრიტანეთმა 200-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შემდეგ, ბრიტანეთმაც გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოღვაწე და პუტინის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერებს სანქციებში აქცევს.  დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 200-ზე ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.

სანქცირებულებში შედიან რუსეთის მსხვილი კერძო სანავთობო კომპანიების ხელმძღვანელები.  მათ შორის, კომპანია „ლუკოილის“ მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი; კომპანია „სურგუნეფტგაზის“ მფლობელი ვლადიმირ ბოგდანოვი; მრავალპროფილური ჰოლდინგის „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელი მუსა ბაჟაევი და რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი ფარჰად ახმედოვი.

სანქცირებულთა სია საკმაოდ ვრცელია.

ევროკავშირმა რუს მედიამენეჯერებსა და პოლიტიკოსებს  სანქციები დაუწესა

მსგავსი თემები