შალვა პაპუაშვილი უკრაინელი კოლეგის მიწვევას დათანხმდა და კიევში მიდის

“უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“ –  აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მზაობას გამოხატავს, ჩავიდეს უკრაინაში.

„მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს. ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები“ – განმარტავს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩასვლას კვირის ბოლოს გეგმავს.

 

მსგავსი თემები