„რუსეთის ფედერაციაში მას აუცილებლად მოკლავენ“ – პოდოლიაკი მედვედჩუკზე

სახელმწიფო ღალატისთვის ბრალდებულ ვიქტორ მედვედჩუკს რუსები წაიყვანენ თუ უკრაინის ციხეში მოუწევს მთელი ცხოვრები გატარება, პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ გადარჩენისთვის ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება.

„დღეს მედვედჩუკს გადარჩენისთვის უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება, გარანტირებული ხანგრძლივი პატიმრობით. რუსეთის ფედერაციაში მას აუცილებლად მოკლავენ  როგორც ადამიანს, რომელიც რეგულარულად იტყუებოდა უკრაინაში არსებულ განწყობებზე, სძალავდა ფულს და საბოლოო ჯამში, გახდა ომის ერთ-ერთი ინიციატორი“, – აცხადებს პოდოლიაკი.

პრეზიდენტი ზელენსკი კი რუსეთს მის გაცვლას უკრაინელ ტყვეებსა და მძევლებში სთავაზობს.

უკრაინის სპეცსამსახურებმა ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს.  პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული.

„გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე“ – პრეზიდენტი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს  

მსგავსი თემები